- Advertisement -

ადა მარშანია: “ხიშბა–სიგუას” სიას ბოკერია აკლია

169

"ხიშბა–სიგუას" სიაში ბევრი ადამიანი სამართლიანად მოხვდა"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან " პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ცალსახად გენოციდზე საუბარი რთულია, თუმცა თვლის, რომ ამ მოვლენებში საქართველოს იმ დროინდელ მთავრობას და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა.

"როდესაც 2008 წელს ომი მიმდინარეობდა, მაშინ ეს ბატონები იყვნენ საქართველოს მმართველები, ამიტომ დააკავშირეს ომთან და იმ დანაშაულებებთან, რომელშიც ადანაშაულებენ. ცალკე რომ ავიღოთ მიხეილ სააკაშვილს მეც შევიყვანდი სიაში, ახალაიას, კეზერაშვილს და აგერ ბოკერია გვიზის პარლამენტში. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გაჩნდა ეს სია და ანალიზი უნდა გავუკეთოთ ამ სიას.

სხვათა შორის, ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ამ სიაში მოხვდა აბსოლუტურად სამართლიანად მოხვდა, მათ შორის სააკაშვილი ახალაია, ბოკერია აკლია იმ სიას. პირდაპირ გენოციდში ცხადია, რთულია დაადანაშაულო ადამიანი, მაგრამ ის, რომ აბსოლუტური დამნაშავეა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან ერთად იმდროინდელი მთავრობა, ანუ საააკშვილი-ბოკერია, რომ ეს საომარი მოქმედებები მოხდა და რა მოყვა მერე ამას ცხადია დამნაშავეები არიან. გენოციდი ცალკე მძიმე დანაშაულია, ცხადია, ამას უნდა დამტკიცება"-განაცხადა მარშანიამ.

Comments
Loading...