- Advertisement -

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

1, 291

მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ცვლილებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სამგზავრო სავარძელი არ გამოიყენება, მაშინ ბავშვის გადაყვანა ნებადართული იქნება უკანა სავარძელზე მჯდომი 16 წლის მგზავრის კალთაში ჩასმით. ამ შემთხვევაში მგზავრი ვალდებული იქნება გამოიყენოს ღვედი და დაუშვებელი იქნება 1 მგზავრის მიერ კალთაში 1-ზე მეტი ბავშვის ჩასმა

Comments
Loading...