- Advertisement -

ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

397

 

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამი სახანძრო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს ეკიდა.

შსს-ს მეხანძრე-მაშველების ეფექტური რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია, დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ფართობი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

Comments
Loading...