- Advertisement -

აკაკი ზოიძე: არასრულწლოვნისთვის მარიხუანის მოწევის ხელშეწყობა მკაცრად დაისჯება

107

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი და მისი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.
რას ფიქრობს მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ამასთან დაკავშირებით “აიპრესი“ დეპუტატს დაუკავშირდა.

„შეიქმნა ვაკუმი, რომლის ამოვსებაც მოკლე ხანში უნდა მოვახერხოთ პარლამენტის წევრებმა, საქართველოს პარლამენტმა. ორი წლის წინ საპატიმრო სასჯელი გაუქმდა, ახლა გაუქმდა ადმინისტრაციული სასჯელი, შესაბამისად ნებისმიერ პირობებში მაიხუანას მოხმარება ნებისმიერი ადამიანის მიერ დასჯადი აღარ იქნება, ამიტომ აუცილებეილია ახალი კანონით მკაცრი რეგლამენტაცია მოვახერხოთ და მინიმუმამდე აღვკვეთოთ არასრულწლოვანებში მარიხუანას მოხმარება. რადგან სპეციალური კვლევებითაა დაზუსტებული, რომ ადრეულ ასაკში მარიხუანას მოხმარება 7-ჯერ, 8-ჯერ ზრდის გონებრივი განვითარების შეფერხების თუ ფსიქოზური მოვლენების რისკს.

უნდა აღიკვეთოს და მკაცრად დაისაჯოს არასრულწლოვანისთვის მარიხუანას მოწევის ხელშეწყობა, გარკვეულ პროფესიებში კი საერთოდ უნდა აიკრძალოს. მათ შორის საჯარო სამსახურებში, რადგან ამით შეიძლება შეუქმნა საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გარდა საკუთარი ჯანმრთელობისა-მესამე პირს.

ასევე, დასჯადი უნდა იყოს მარიხუანას პოპულარიზაცია, არაპირდაპირი რეკლამა მაქსიმალურად უნდა აიკრძალოს. აი, ეს იქნება იმ ახალი საკონონმდებლო ნორმების დედაარსი, რომელსაც ჩვენ ნარკოპოლიტიის ერთიანი რეფორმის პირობებში შევიტანთ, იმ მოდულში, რომელზეც ამდენი ხანია პარლამენტში მსჯელობა მიდის.
მარიხუანას გავრცელებაზე რჩება მკაცრი სანქციები, მათ შორის გამკაცრდება გარკვეული მამართულებით, რაც შეეხება იგივე სააფთიაქო ნარკომანიას, ჯანმრთელი ცხოვრების გავრცელების მიმართ გაკეთდება ინვესტიციები.

ადამიანებს ავუხსნით რა არის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური, მარიხუანასა და თამბაქოს მოხმარების რისკები. მომხმარებლის მიმართ იქნება მაქსიმალურად ჰუმანური მოდული შემოთავაზებული, რომლის არსიდახმარება და არა საპატიმრო სასჯელი იქნება.

ეს არის ის მიდგომა, მათ შორს ამ მიდგომაში გაერთიანდება მარიხუანას მკაცრი რეგლამენტაციაც",-განაცხადა აკაკი ზოიძემ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ გამოიწვევს კრიმინალის და მარიხუანის მომხმარებლების რაოდენობის ზრდას.

„მარიხუანას მოხმარება არამგონია გაიზარდოს. საპატიმრო სასჯელი ისედაც გაუქმებული იყო. 2 წლის წინ მოხდა ეს და რაიმე ოფიციალური ცვლილება არ გამოუწვევია. ახლა ადმინისტრაციული სანქციაც გაუქმდა, ანუ ჯარიმის სახითაც არ იქნება.
მაინც არასასიამოვნო, არასასურველია ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდეს. სწრაფად უნდა მოვახდინოთ რეაგირება, ამიტომ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტი პირველივე სესიაზე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტის თავმდჯომარის შეპირებაც არის ამ გადაწყვეტილებას მიიღების შესახებ.“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.
 

Comments
Loading...