აკაკი ზოიძე: არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მომატება! – ასეთია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაცია
ეს არის ტენდენციური დასკვნა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით, – ასე აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებას, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით.
„არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები – ასეთია რეკომენდაცია. მოდით, ვკითხოთ პენსიონერებს და დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასის მატებაზეც არის საუბარი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.