- Advertisement -

აკაკი ზოიძე: “თამბაქოს კონტროლის” კანონპროექტი ჩვენი შვილიშვილების გადასარჩენადაა მიმართული

593

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს მოწევის კონტროლი და რეგულირება კანონმდებლობით, მომავალი თაობების ჯანმრთელობისკენაა მიმართული.

ზოიძის თქმით კანონპროექტი, მხოლოდ დაჯარიმებისთვის არ არსებობს.

"ჯარიმა ეფექტიანია იმ შემთხვევაში თუ ის წარმოადგენს იმ ოდენობას, რომელიც საგრძნობი იქნება ამ შემთხვევაში იურიდიულ პირზე. ეს არ არის კერძო პირების დაჯარიმების თემა.

პირველ დარღვევაზე ჯარიმა 500 ლარია. მეორე დარღვევაზე 2000 ლარი, ხოლო როცა საუბარია 5000 ლარზე ესაა სისტემატური დარღვევის შემთხვევას გულისხმობს და ესეც სასამართლოს მეშვეობით.

მე მიმაჩნია, რომ თანაბარზომიერი სასჯელია, კანონის დარღვევის შემთხვევებში. რომელიც ჩვენი შვილიშვილების და შვილთაშვილების გადასარჩენადაა მოწოდებული" , – განაცხადა აკაკი ზოძემ.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების" პაკეტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტს თანახმად, თამბაქოს მოწევა აიკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და შენობებში, გარდა საცხოვრებელი სახლებისა და პენიტენციური დაწესებულებებისა.

Comments
Loading...