- Advertisement -

აკაკი ზოიძე: მე არ ვემხრობი აბორტის აკრძალვას

522

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრობს იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც აბორტის გაკეთება უნდა აიკრძალოს. მისი განცხადებით, ამ ინიციატივას ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს უახლოეს 2 კვირაში და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებენ, თუმცა პირადად ის არ ემხრობა აბორტის აკრძალვას და მაგალითად საბჭოთა კავშირი მოჰყავს.

"კომიტეტი დადგენილი წესით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას. კონკრეტულად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. თუ ჩემი პირადი პოზიცია გაინტერესებთ, მე არ ვემხრობი, მაგრამ კომიტეტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირში ეს აკრძალული იყო, რაც იწვევდა ე.წ იატაქვეშა აბორტებს, რასაც მივყავდით გართულებამდე, რასაც მივყავდით დედათა სიკვდილობის მატებაზე და უამრავ პრობლემამდე", – განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

Comments
Loading...