- Advertisement -

აკაკი ზოიძე: ოთარ აბესაძის მიმართ ჰუმანურობა უნდა გამოვიჩინოთ

324

დეპუტატი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ბრალდებული ოთარ აბესაძის მიმართ ჰუმანურობის გამოჩენაა საჭირო, რადგან მად ჯანმრთელობის სერიზული პრობლემები აქვს. ამის შესახებ ზოიძემ, მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტში აბესაძის თავდებობისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ვიცი, რომ ადამიანი გულწრფელად ინანიებს. მესმის, რომ შეიძება დაგვაბრალონ, რადგან ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ამიტომაც ვაპატიეთ ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიცაა ქრთამის აღება, მაგრამ ამავდროულად არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები და მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებაც კი არ მაქვს განსხვავებული რამე ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც არის, რომ ადამიანის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ ჰუმანური დამოკიდებულება",- განაცხადა ზოიძემ.

ოთარ აბესაძის ადვოკატის ნონა ფილაურის განცხადებით, დეპუტატები მზად არიან თავდებში დაუდგნენ ბრალდებულს, რომ ის სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას საპატიმროში არ იმყოფებოდეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.

ოთარ აბესაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო. 

Comments
Loading...