- Advertisement -

ალავიძე: ბაკურიანში პარკინგების გაფართოება და მოწესრიგება მოხდება, ასევე გაკეთდება დამატებითი გზები

348

ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით წლევანდელ სეზონზე, საახალწლო პერიოდში ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობის სტუმრობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა. მან ამის შესახებ ბაკურიანში გამართულ საგანგებო თათბირზე გნაცხადა.

"დღევანდელ შეხვედრისას კომპლექსურად განვიხილეთ არსებული პრობლემები, რომელიც ტურისტების უპრეცენდენტო ნაკადის გამო შეიქმნა. გამომდინარე აქედან, შესაბამის სამსახურებთან ერთად, გატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება უახლოეს პერიოდში.

მოხდება პარკინგების გაფართოება და მოწესრიგება, ასევე გაკეთდება დამატებითი გზები, რომ ვიზიტორებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება. ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ბაკურიანში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Comments
Loading...