- Advertisement -

ალავიძე: გათავისუფლებულ თანამშრომლებს ორი- სამი თვის ღირსეული ხელფასი გადავუხადეთ

536

ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე საია-ს გამოქვეყნებული ინფორმაციას ეხმიანება. 

"მოგვიწია დამშვიდობება ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა მათ ორი- სამი თვის ღირსეული ხელფასი გადავუხადეთ.. მაგალითად არ გვჭირდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის 40 ადამიანი, გვჭირდებოდა ინჟინერი. პროცესი გამჭირვალე იყო თავიდან ბოლომდე",-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესი შეაფასა. მათი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობას არ ჰქონდა რეორგანიზაციის ერთიანი გეგმა, დაფიქსირდა არაერთგვაროვანი მიდგომები და რეორგანიზაცია არ მიმდინარეობდა ნათლად გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე. საიას-ს განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად სულ საჯარო სამსახურებიდან 2300 პირი გათავისუფლდა. სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 5 მილონი ლარის გადახდა მოუწია.

Comments
Loading...