- Advertisement -

ალავიძე გუბერნატორების გათავისუფლებაზე: უნდა შევარჩიოთ კადრები, ვინც თავს გაართმევს ახალ გამოწვევებს

431

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონებში გუნერნატორების გათავისუფლების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს:

"რეგიონებში რწმუნებულ-გუბერნატორების შეცვლა არის ბუნებრივი პროცესი და ყველა გადაწყვეტილება ნაკარნახევია მხოლოდ ერთი მოტივით – ადგილებზე შევარჩიოთ ისეთი კადრები, ვინც ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს, გაზრდილ მოთხოვნებს და ფეხს აუწყობს იმ რიტმს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის". 

დღეს მთავარი ამოცანა არის ის, რომ რეგიონებში დაწყებული ყველა პროექტი განხორციელდეს დროულად და ხარისხიანად. განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტებში და აუცილებელია, რომ უკვე არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება მოხდეს, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სახელმწიფოს ზრუნვა და ამაღლდეს მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაფასებთ უკვე ყოფილი გუბერნატორების გაწეულ სამუშაოს. პირიქით, მადლობა მინდა მათ გადავუხადო და გამოვთქვა იმედი, რომ სხვა სტატუსით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებენ ჩვენს საზოგადოებაში

რაც შეეხება ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს, დარწმუნებული ვარ შეირჩევიან კომპეტენტური და ენერგიული კადრები. კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებებს პრემიერი უახლოეს დღეებში მიიღებს და ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ცნობისთვის, პრემიერის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის გუბერნატორმა გია სალუძვაძემ და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ თანამდებობები დატოვეს

Comments
Loading...