- Advertisement -

ალავიძე: ”ნენსკრა ჰესზე” კერძო ინვესტორმა და მოსახლეობამ უნდა მოილაპარაკონ

293

„იქ კერძო ინვესტიცია მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ კერძო ინვესტორი და მოსახლეობა მოილაპარაკებენ“, – ასე შეაფასა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ''ნენსკრა ჰესის'' მშენებლობასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქცია.

"რა დონეზე დასჭირდება ადგილობრივი თვითმართველობის ჩართვა, იმ დონეზე ჩაერთვება ალბათ, ეს მოლაპარაკების საკითხია. როცა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, პრობლემები ყოველთვის არის … მოკლედ, ინტერაქციისა და ჩართულობის ნაწილია“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ცნობისთვის, მესტიაში "ნენსკრა ჰესისის" მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა არ შეჩერდება, აქციის მონაწილეები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

Comments
Loading...