- Advertisement -

ალეკო ელისაშვილი: ყველა საარჩევნო უბანთან შავებში ჩაცმული ადამიანები არიან მობილიზებული

339

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საგანგებო პრესკონფერენციაზე მოუწოდებს ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ და აცხადებს, რომ ახლა საარჩევნო უბნებთან დგანან შავებში ჩაცმული ადამიანები, სიებითა და საწერი კალმით.

"დღეს ჩვენ დილიდან თვალყურს ვადევნებთ იმას რაც წინა ხელისუფლების დროს საშინლად არ მოგვწონდა და გვაცოფებდა ხოლმე. დღეს ხდება თბლისში შეხვედრა წარსულთან. ყველა საარჩევნო უბანთან არიან მობილიზებული შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქრებული სახეებით, საწერ კალმით, ფურცლებით, სიებით, დაარბენინებენ აქეთ-იქით საჯარო სამსახურსი დასაქმებულ ადამიანებს, გაშმაგებულები ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები, უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი, იმისთვის რომ საკუტარი ამომრჩევლები ძალით მოიყვანანო საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა ამის ორგანიზატორი არის ხელისუფლება. სწორედ ეს არ მოგვწონდა წინა ხელისუფლების დროს, რომ ასე არჩევნების უფლებას აკარგვინებდბენ მოქლაქეებს. ათეულობით ფატქი გვაქვს დაფიქსირებული. მოგვდის ინფორმაცია, რომ არის კარუსელების მცდელობა", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

Comments
Loading...