- Advertisement -

ალეკო ელისაშვილი: ხალხი უკვე ქუჩაში მაჩერებს და ლამის მაჯანჯღარებს, კენჭი იყარეო

1,012

"მე ძალიან სერიოზულად ვფიქრობ იმაზე, რომ ვიყარო კენჭი დამოკიდებელ კანდიდატად. მე დავდივარ ფეხით და უკვე ხალხი მაჩერებს და ლამის მაჯანჯღარებს, რომ უნდა იყარო შენ კენჭი",-ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

მისივე თქმით თითქმის გადაწყვეტილი აქვს რომ კენჭს იყრის.

"არც ერთი პარტიის კანდიდატი არ ვიქნები, ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილებაც გვაჩვენებს,ხუთი წელია "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, 3 წელია ნარმანია არის "ქართული ოცნების" ხელისუფალი, ქალაქის მმართველი, მანამდე გიგი უგულავა იყო და იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. პარტიის წინაშე ანგარიშვალდებული ხალხი და ხალხი, რომელიც ხალხთან არ არის ანგარიშვალდებული… ვისთან არის ნარმანია ანგარიშვალდებული, ბიძინა ივანიშვილთან, ხო? ვისთან იყო უგულავა ანგარიშვალდებული? მიხეილ სააკაშვილთან, ხო? ამან გვაჩვენა, რომ სინამდვილეში ამათი ანგარიშვალდებულება და აბა კაი ბიჭი ხარ და მასიამოვნე და გასიამოვნებ და დაგავალე, შემისრულე და ხალხის პრობლემები არის ძალიან აცდენილი. ხალხს აქვს საშინელი პრობლემები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ესმის. ჯერ ერთი ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა კარგად ამყოფოს, როგორაა საერთოდ არ ვიცით, ეგეც კიდევ ანომალიაა, სულ გაჩერდა ქვეყანა, ისედაც რა დღეში იყო ოცნება და საერთოდ გაჩერდა და იყირებიან, აბა ბიძინა ივანიშვილი როგორაა და გადაწყვეტილებებს საერთოდ ვერ იღებენ, ამან ხომ გვაჩვენა, რომ ეს ესე არ არის, ხალხთან ანგარიშვალდებული ტიპები არიან საჭირო",-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

Comments
Loading...