- Advertisement -

ალექსანდრე ჯეჯელავა: აფგან მუხთარლი ჟურნალისტი ყოფილა, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა

494

"დაზუსტდა და იყო ჟურნალისტი ნამდვილად, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა",-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისიდან გაუჩინარებულ აზერბაიჯენლ ჟურსნალისტთან დაკავშირებით განაცხადა.  

"იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამავე დროს, თუმცა ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც არის და შესაბამისად ორივე როლი ქონდა. ეს არის სიცრუე რომ ხელისუფლებამ ან გადასცა, ან თანამშრომლობდა, მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ ძალოვანი ან სხვა უწყებების თანამშრომლობას. ფაქტი ნებისმიერი ჟურნალისტის მიმართ თავისუფლების შეზღუდვის და ამ მუხლით არის სწორედ გამოძიება დაწყებული, არის აბსოლუტურად მიუღებელი",-განაცხადა ჯეჯელავამ. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ.

Comments
Loading...