- Advertisement -

ალექსანდრე ჯეჯელავა: აფგან მუხთარლმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი

535

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი.

"ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება და უფრო დაზუსტებული ინფორმაცია უახლოეს დროში გვექნება", – აღნიშნა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ.

Comments
Loading...