- Advertisement -

ალექსანდრე ჯეჯელავა: ბულინგის პრობლემას ტექნიკური რეაგირებით ვერ გავაქრობთ

638

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით ბულინგის პრობლემა, როგორც სკოლის, ისე ქუჩის პრობლემაა.
მისი შეფასებით, ბულინგის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო.

„სკოლაში ბულინგთან ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტი არის ისევ განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ბულინგი მხოლოდ სკოლის პრობლემა არ არის, ეს არის ქუჩის, ეზოს პრობლემა, ეს არის ნებისმიერი სოციუმის პრობლემა. ბულინგი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს არ ეხება, ასევე საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში არსებობს ბულინგი, ანუ ჩაგვრის პრობლემა.

შესაბამისად, მთავარი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, როგორც საზოგადოებამ, ეს არის ცნობიერების ამაღლება.
რაც შეეხება ტექნიკურ ინსტრუმენტებს, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბულინგთან ბრძოლა.
როგორც პედაგოგების, ისე დირექტორების ტრენინგებში ბულინგის გამოვლენის, აღკვეთის და ასევე მისი შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ინსტრუმენტები არის, მუშაობს ეს ინსტრუმენტები. ტექნიკური რეაგირებით ჩვენ ამ პრობლემას ვერ გავაქრობთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ბულინგის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს, შესაბამისად, ეს პრობლემა, დროთა განმავლობაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შედეგად აღმოიფხვრება.

Comments
Loading...