- Advertisement -

ალექსანდრე ჯეჯელავა: ვაპირებ, ახალ მინისტრს ყველანაირად გვერდით დავუდგე

399

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ განათლების ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ყველანაირად გვერდით დაუდგება. ამის შესახებ ჯეჯელავამ დღეს სამნისტროში განაცხადა.

"დადებითი განწყობა მაქვს ახალი მინისტრის და მისი საქმიანობის მიმართ. ყველანაირად ვაპირებ რომ გვერდით დავუდგე და დავეხმარო. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ეს ქნება იგივე, რაც მინისტრობამდე იყო. მე ვაპირებ სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო. ჩემი მოსაზრებაა, რომ სტრატეგიის ხშირი ცვლა ძალიან საზიანოა, თუმცა ეს ასე არ ხდება",- განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გახდა.

Comments
Loading...