- Advertisement -

ალექსანდრე ჯეჯელავა: ვინც საქართველოში ჩამოდის, კოლორიტულ მოგონებად ქართული სუფრა მიაქვს

569

"იუნესკოს" ძეგლის სტატუსის მინიჭება ქართული სუფრისთვის დაცვა არ არის. რომ ჩაიხედოთ, ეს არის პოპულარიზაცია",- ასე გამოეხმურა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ქართული, ტრადიციული სუფრისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებას.

მისი განმარტებით, ეს ფაქტი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის კარგია.

"მაგალითად, კულტურული ძეგლები, რაც შესულია იუნესკოს ნუსხაში მხოლოდ დაცვას კი არ ევქმდებარება, შედის იმდენ ღონისძიებაში, რომ ეს არის პოპულარიზაცია.

დამერწმუნებით, საქართველოში ვინც ჩამოდის, ყველას ერთ-ერთი, რაც მიაქვს, როგორც კოლორიტული მოგონება, ეს ქართული სუფრაა. ამიტომ, ვფიქრობ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ტურიზმის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძვირფასი ავთენტური წარსულის რეკლამისთვის",- განაცხადა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...