განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ თბილისში არის დაახლოებით 20 სკოლა, სადაც მშობლების სურვილი უფრო მეტია, რომ მისმა შვილმა ისწავლოს. მისივე განცხადებით, სკოლის ხარისხი ყველგან ერთგვაროვანი არ არის.
"გვაქვს დედაქალაქში ერთი 20 სკოლა, ყველა რაიონში, ცენტრშიც და გარეუბანში, სადაც დაახლოებით სამჯერ ან ოთხჯერ მეტ მშობლებს უნდათ თავისი შვილების მიყვანა. ამავე დროს გვაქვს იქვე სკოლები ხშირ შემთხვევაში, სადაც ადგილები არის, მაგრამ მშობლები ამბობენ, რომ აი ის გვერდზე სკოლა არ გვინდა და ეს სკოლა გვინდა. მშობლებმა გადასარევად იციან ყველაფერი, ეს ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ ხარისხი აბსოლუტურად ერთგვაროვანი ყველგან არ გვაქვს", – განაცხადა ჯეჯელავამ.