- Advertisement -

ალექსანდრე ჯეჯელავა: პრეზიდენტი ვეტოს უფლებას ზედმეტად ხშირად იყენებს

517

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მესამე ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას ზედმეტად ხშირად იყენებს.

"პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების ცოტა ზედმეტად გამოყენება ხდება, ზედმეტად ხშირად ხდება ამ უფლების გამოყენება. ამან საზოაგდოების თვალში ცოტა ვეტოს ფასი შეამცირა. როგორც ვიცი პარლამენტის წევრები ვეტო-ს დაძლევის საკითხს განიხილავენ", – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა. 

Comments
Loading...