- Advertisement -

ალექსანდრე ჯეჯელავა: სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი მედიის ჰობია

506

ალექსანდრე ჯეჯელავა ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. ჯეჯელავა აქვე დასძენს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი მედიის ჰობია. 

„როგორც ჩანს ეს მედიის ჰობია, რომ ამაზე ისაუბროს. სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და არანაირი კონკრეტული გეგმები ამ მიმართულებით არ არის, თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერს მენეჯერს უნდა ჰქონდეს თავისი უფლება, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს და თუ პრემიერი დაიანხავს ასეთი ცვლილებების საჭიროებას, არაფერი დაუდგება წინ იმას, რომ განხორციელედეს. ამ ეტაპზე ასეთი გეგმები არ არსებობს“,-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Comments
Loading...