- Advertisement -

ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ “რუსთავი 2” ძალიან თავისუფალი მედიაა

601

 

"ჩვენ არ ვფქრობთ, რომ რუსთავი 2 ძალიან თავისუფალი მედიის წარმომადგენელია" – განაცხადა დღეს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

"ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად დამოუკიდებლად ხელისუფლებისგან. არანაირი ჩარევა და ზემოქმედება სრულიად გამორიცხულია ჩვენი მხრიდან და მმართველი გუნდის მხრიდან. ეს არის კერძო დავა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა საქართველოში და შესაბამისად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რუსთავი 2 ძალიან თავისუფალი მედიის წარმომადგენელია.

თუმცა, ცალსახად ვიზიარებთ, რომ მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ბოლო წლებში, ამ მხრივ, მიღწეული გაუმჯობესებული შედეგები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ, მომავალ წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება." – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

Comments
Loading...