- Advertisement -

ალექსის ციპრასი: ვიზალიბერალიზაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დიდი მიღწევაა

586

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია  მიულოცა. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მან საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

“კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საბერძნეთში! საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც ეწვია შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ და მან სიმბოლურად აირჩია, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო საბერძნეთი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, რომელიც არის შენგენის წევრი ქვეყანა. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ბატონ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით,”-განაცხადა ალექსის ციპრასმა.

Comments
Loading...