"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა, ფაქტობრივად სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა შეზღუდოს ,-ამის შესახებ ამერიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
"პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური." – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომანია " რუსთავი 2" -ს საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, სადაც ვკითხულობთ: შპს ტელეკომპანია "რუსთავი 2" – ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40 % წილის მესაკუთრდე ცნობილი იქნეს შპს "პანორამა."
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.