- Advertisement -

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მოქალაქეებსა და მთავრობას: აშშ მუდამ თქვენ გვერდით დგას

33

„საქართველოს მოსახლეობა გახლავთ თავისუფლების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ჩვენი პრესსპიკერები იმ როლთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ეს არის გზავნილი “ნატო”-ს მისამართითაც. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მთავრობას: ამერიკის შეერთებული შტატები მუდამ თქვენ გვერდით დგას თვითგამორკვევის, უფლებების დაცვის, ტერიტორიული მთლიანობის უფლების დასაცავად და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს უკანონო ოკუპაციას, რომელიც დღეს ხდება, არასდროს ვაღიარებთ არც ყირიმის უკანონო ოკუპაციას და ომს, რომელიც მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, ისევე, როგორც ჰიბრიდულ ომს, რომელიც ხორციელდება ევროპაში, რომელსაც ბიძგს აძლევს რუსეთი, ტერორისტული ჯგუფები… ჩვენ ვიცავთ იმ ხალხს, რომელსაც უნდა ვიცავდეთ ყოველდღე,“ – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
ამერიკელმა კონგრესმენი საქართველოს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ის „მაგალითის მიმცემია“ ავღანეთში სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით დიდი მადლობა საქართველოს ხალხს ამ ძალისხმევისთვის,“ – აცხადებს კონგრესმენი.
The post ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მოქალაქეებსა და მთავრობას: აშშ მუდამ თქვენ გვერდით დგას appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...