- Advertisement -

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მილოცვა საქართველოს – ურთიერთობის 25 წელი (ვიდეო)

630

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

 

"აპრილის თვეში ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-საქართველოს დიპლომატიური უირთიერთობის 25 წლისთავს, მტკიცე ურთიერთობისა და მეგობრობისა, რომელიც საერთო ფასეულობების გაზიარებას ეფუძნება, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსი, დიდი წვლილისთვის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ქართველი ჯარისკაცების თავდაუზოგავი სამსახურისა და გაღებული მსხვერპლისათვის.

აშშ-ის მთავრობა გულითადად უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას, რომ გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და ჩვენ ერთგული ვრჩებით ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისა, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო გახდეს წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ.

მე ვულოცავ ქართველ ხალხს იმ მრავალმნიშვნელოვან მიღწევებს, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შენგენის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლა. მე და მთელი ამერიკის საელჩო ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით და გვსურს, რომ ის უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს კიდევ მრავალ წლის განმავლობაში.
 

გილოცავთ და კიდევ მრავალი წელი წარმატებით გვეთანამშრომლოს",-აცხადებს იან კელი.  

Comments
Loading...