- Advertisement -

ამ დროისთვის ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი

407

ამ დროისთვის თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამის შესახებ "აიპრესთან" გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძემ განაცხადა.

"გზაზე გადაადგილება თავისუფალია ამ ეტაპზე. გზის ის ნაწილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიტბორა, იხრეშება და დატბორვის საშიშროება აღარ არის. თუმცა ქვის ცვენის საფრთხე მაინც არსებობს"- განაცხადა ლადო კახოიძემ.

კომპანია "გერალის" ინფორმაციით, მეკლდეურებმა უკვე შეამოწმეს კლდის ის ნაწილი, საიდანაც ლოდები ინტენსიურად ცვივა.

"მეკლდეურები იყვნენ ადგილზე, თუმცა კლდე იმდენად სახიფათოა და გამომშრალი, რომ სანამ წვიმა არ მოვა და არ დასველდება ნაშალი, მანამდე მეკლდეურები მუშაობას და ქვების ჩამოყრას ვერ დაიწყებენ", – განუცხადა "აიპრესს" კომპანია "გერალის" წარმომადგენელმა, ტარიელ წიკლაურმა.

Comments
Loading...