- Advertisement -

ანა აბაშიძე: მთავრობა და პარლამენტი კიდევ დაელოდება რამდენი ადამიანი დაიღუპება?!

568

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში ტყიბულის მაღაროელების გარდაცვალებას ეხმიანება. 

"საინტერესოა, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, 2019 წლამდე აუცილებლად უნდა ჰონდეს ქვეყანას ეფექტური შრომის ინსპექცია. ეხლა საკითხი დგას ასე, მთავრობა და პარლამენტი დაელოდება კიდევ 2 წელი რამდენი ადამიანი დაიღუპება თუ ხვალვე დაიწყებს რეალურ მოქმედებებს?!"-წერს ანა აბაშიძე. 

უბედური შემთხვევა ტყიბულში, მინდელის შახტის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. 4 მეშახტე დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. მომხდარის გამო, აუდიტორია 115-ის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს, ისინი შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. აქციის დროს დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა.

Comments
Loading...