- Advertisement -

ანა დოლიძე ანრი ოხანაშვილს: ეს წესი ვიღაც ბოკერიასთან შეათანხმეთ?

14

ანა დოლიძემ მოითხოვა, რომ მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცათ. რაზეც, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ დადგენილი წესის თანახმად, განსაზღვრულია წარმომადგენლები, რომლებსაც კითხვის დასმის საშუალება აქვთ და გამონაკლისს ვერ დაუშვებს.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ანა დოლიძეს, როგორც მოქალაქეს, შეუძლია კითხვა წერილობითი სახით გადასცეს, რომელსაც თავად გააჟღერებს.
“ეს წესი ვიღაც ბოკერიასთან შეათანხმეთ? ჩემზე კარგად იცით, რომ ეს ე.წ. წესი სამართლებრივი არ არის. სამართლებრივია მხოლოდ ის წესი, რომელიც შესაბამისი პროცედურით არის მიღებული და არის გამოქვეყნებული. ეს „წესი“ თქვენი შიდა შეთანხმებაა. რეგლამენტს რაც შეეხება, მე ვიცი, რომ ჩემით ვერ ვილაპარაკებ, ჯერ თქვენ უნდა მოგმართოთ, როგორც მოქალაქემ, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა, რომ მომცეთ ნება, კითხვა დავსვა – ეს წერია რეგლამენტში, ამის იქით თქვენ რაზე შეთანხმდებით, სავალდებულო ძალა არ აქვს არავისთვის დედამიწაზე. ეს არის შიდა შეთანხმება, რომელიც ამ ოთახის გარეთ ჩვენ რატომ უნდა გავითვალისწინოთ არ ვიცი” -მიმართა ანა დოლიძემ ანრი ოხანაშვილს, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ “ვიღაც ბოკერიასთან შესათანხმებელი არაფერი აქვს”.
“ვიღაც ბოკერიასთან არაფერი მაქვს შესათანხმებელი. თქვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ხართ, სადაც თქვენ მონაწილეობდით კანდიდატების შერჩევაში, თქვენი კომპეტენცია სადაც იყო რომ შეგერჩიათ, იქ დასრულდა და ახლა მოგვეცით საშუალება, ჩვენი კომპეტენცია სადაც არის, ჩვენ წარვმართოთ ეს პროცესი” -განაცხადა ოხანაშვილმა ანა დოლიძის საპასუხოდ.
The post ანა დოლიძე ანრი ოხანაშვილს: ეს წესი ვიღაც ბოკერიასთან შეათანხმეთ? appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...