საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას აფასებს. მეარაყიშვილი გუშინ საღამოს დააკავეს და ცხინვალის ე.წ. პროკურატურიდან გამთენიისას გათავისუფლდა.
"აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიცით მისი სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, ის არის გამორჩეული მოქალაქე და ეს ქმედება სულ მცირე, არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, აქტივისტზე ზეწოლა და რაც მთავარია, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი გამოვლინება. იქნება ეს ეთნიკური წმენდა, ქართველების ჩაგვრა, ქართული ენის სწავლების აკრძალვა, ჩვენი აქტივისტების თუ მოქალაქეების გატაცება, – ეს ყველაფერი არის ოკუპაციური რეჟიმის სახის გამოვლინებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ დავგმოთ ეს ფაქტი, საერთშორისო საზოგადოებამ დაგმოს აქტიურად ეს ქმედება, რაც მთვარია, ჩვენ ყველამ ვიზრუნოთ, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს შესაბამისად დაცული",- განაცხადა ანა დოლიძემ.
გათავისუფლების მიუხედავდ, მეარაყიშვილი ე.წ. პროკურატურაშია დაბარებული, ის დაკითხვაზე ხვალ უნდა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, ხალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ნეტგაზეთის “ფრილანსერი” ჟურნალისტი ახალგორიდან, თამარ მეარაყიშვილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცავებმა დააკავეს.