- Advertisement -

ანა დოლიძე: მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა

437

''პრეზიდენტის პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო, რომ ახალი კონსტიტუცია ყოფილიყო ყველასი“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წესწყობილებისკენ“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 117 ხმით მიიღო. 

Comments
Loading...