- Advertisement -

ანა დოლიძე: მოვიტანე “კორსიზი“, რომელსაც დავურიგებ “ქართული ოცნების“ წევრებს

19

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ფარმაცევტული კომპანია “პსპ”-ს ოფისთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

მან ოფისთან  დამამშვიდებელი პრეპარატები მიიტანა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ამ პროცესის ერთერთი ინიციატორი კახა ოქრიაშვილი და მისი კოლეგები მშვიდად ვეღარ იქნებიან.
“დღეს მე მოვიტანე “კორსიზი“, რომელსაც დავურიგებ “ქართული ოცნების“ წევრებს, იმიტომ, რომ მათ ნამდვილად დასჭირდებათ მომავალ დღეებში და თვეებში პოლიტიკური ფასის გადახდა და ნერვიულობა იმის გამო, რაც გააკეთეს. პსპ-ს პატრონი სააფთიაქო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მფლობელი ბოლო დეკადებია, არის საქართველოს პარლამენტის წევრი და რა თქმა უნდა, ის იქნება მთავარი მხარდამჭერი იმისა, რომ ეს მახინჯი სისტემა შენარჩუნდეს,”- განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ის მხარს უჭერს ოპოზიციის საერთო მოთხოვნას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

Comments
Loading...