- Advertisement -

ანა დოლიძე: ორპალატიანი პარლამენტის შემოღება აუცილებელია

395

"ორპალატიანი პარლამენტის შემოღება აუცილებელია იმისთვის, რომ თუ ჩვენ არ გვეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ძალაუფლება პარლამენტის შიგნით დაბალანსდეს",- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას განაცხადა.

"მთავარი არის ის, თუ ჩვენ გავაუქმებთ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს და პრეზიდენტი აირჩევა საქართველოს პარლამენტიდან. სახელმწიფოს მოაკლდება ერთი ბერკეტი, რომ დააბალანსოს ძალაუფლება საქართველოს პარლამენტში, ამაზეა კამათი. თუ იქნება ორი პალატა საქართველოს პარლამენტში, ისე, როგორც ამის რეკომენდაციას აკეთებს ვენეციის კომისია. ორპალატიანი პარლამენტის შემოღება აუცილებელია იმისთვის, რომ თუ ჩვენ არ გვეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ძალაუფლება პარლამენტის შიგნით დაბალანსდეს",- განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

Comments
Loading...