- Advertisement -

ანა დოლიძე: პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა არ მიუღია

497

"საქართველოს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა არ მიუღია,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა. 

"ჩვენ დღეს ვმსჯელობთ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ კომისიის დასკვნის შინაარსზე, რა წერია შიგნით და იმაზე, რომ იქ არის საკმაოდ კრიტიკული მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტის არჩევის სისტემა, როგორი უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს, პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ იმ შინაარსზე, რომელიც ეხება ჩვენს კონსტიტუციას",-განაცხადა ანა დოლიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა პარლამენტის ხელმძღვანელობას და პრეზიდენს ჰქონდა.მისივე თქმით, აქვთ ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ინფორმაციამ მედიაში. კობახიძის განცხადებით მომხდარით შეშოთებულია ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო. 

Comments
Loading...