- Advertisement -

ანა დოლიძე: როდის გასცემს შსს პასუხს კითხვაზე, რა ხდება ჩვენს თავს? კრიმინოგენურ ვითარებას ვინმე აკონტროლებს?

13

როდის გასცემს შსს პასუხს კითხვაზე, რა ხდება ჩვენს თავს? კრიმინოგენურ ვითარებას ვინმე აკონტროლებს? – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე Facebook-ში წერს:

“როდის გასცემს შსს პასუხს კითხვაზე რა ხდება ჩვენს თავს? მძვინვარებს დაუსჯელობის სინდრომი. გამოძიებამ გახსნა მორიგი ჯგუფური სასტიკი მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე ლისის ტბაზე. ბრალდებულები მიმალვაში არიან. მანამდე გავიგეთ საზარელი ასევე ჯგუფური მკვლელობის შესახებ, სადაც ერთად იყო გარეული კრიმინალიც და პოლიციაც. ყოველ დღე სასტიკი დაჭრა და გახმაურებული მკვლელობები. აკონტროლებს თუ არა ვინმე კრიმინოგენულ ვითარებას? ჩვენ კითხვებს პასუხები ჭირდება”, – წერს ანა დოლიძე.

The post ანა დოლიძე: როდის გასცემს შსს პასუხს კითხვაზე, რა ხდება ჩვენს თავს? კრიმინოგენურ ვითარებას ვინმე აკონტროლებს? appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...