- Advertisement -

ანა დოლიძე: როცა შეიარაღებული ძალების ჩართვა აუცილებელი გახდა, სწორედ მაშინ მოითხოვა მთავრობამ დახმარება

474

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, ბორჯომის სტიქიის დასრულების შემდეგ აუცილებელი იქნება სერიოზული გამოკვლევის ჩატარება.

''როდესაც გამოჩნდა ამ ტიპის კონკრეტულად კი შეიარაღებული ძალების ჩართვის აუცილებლობა,სწორედ მაშინ იქნა მოთხოვნილი ეს შესაბამისი პირების მიერ. ვინც ყოველ წამიერად არიან ჩართულ ოპერაციაში და მაშინვე იქნა გადაწყვეტილება მიღებული შეიარაღებული ძალების ჩართვის შესახებ,"-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძის თქმით ახლა მთავარი სტიქიასთან გამკლავებაა, ამის შემდეგ კი სერიოზული გამოძიება უნდა დაიწყოს.

,, დარწმუნებული ვარ რომ თქვენც და სხვებსაც გაქვთ ბევრ დეტალური კითხვები ამასთან დაკავშირებით. როგორც კი ეს დასრულდება იმედი მაქვს იქნება ოპერაციის სიღრმისეული ანალიზი, კვლევა გამოძიება და მასზე მსჯელობა.

ამ ეტაპზე, თქვენ იცით და ხალხმა იცის რომ ძალიან ბევრი ჩვენ მოქალაქე ამავე დროს თანამშრომელი ჩართულია ძალიან მძიმე საქმიანობაში, რომ გადალახოს ეს სტიქია და ყველაზე სწორი იქნებ ჩვენი ყველას მხრიდან რომ კონცენტრირება მოვახდინოთ, რომ წარმატებით დავამარცხოთ ეს ხანძარი. ამის შემდეგ დარწმუნებულ ვარ ყველას ჩვენ გვექნება ბევრ რამე სასწავლი და გასაანალიზებელი. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ სტიქიასთან. საკმაოდ ფართო მასშტაბიან სტიქიურ უბედურებასთან. ბუნებრივია როგორც კი დასრულდება მასთან გამკლავება ისე როგორც ს ხდება ყველა ევროპულ სახელმწიფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ტიპის უბედურების შემდეგ ძალიან სერიოზული კვლევა იქნება საჭირო და აუცილებელი,"-განაცხადა დოლიძემ.

Comments
Loading...