- Advertisement -

ანა დოლიძე: ხანძრის ჩაქრობაში 3 ქვედანაყოფი თავის ტექნიკიანად სრულად ჩაერთვება

448

"ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ პარლამენტს დაემტკიცებინა პრეზიდენტის ბრძანება მალევე. ახლა უკვე შესაძლებელი იქნება მთლიანად ჩართვა 3 ქვედანაყოფის თავის ტექნიკიანად," – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

დოლიძე იმედოვნებს რომ ყველაფერი მალევე დასრულდება.

"ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს პირველ ბრიგადაზე აღმოსავლეთ სარდლობის. ასევე, პირველ საინჟინრო ბრიგადაზე და ლოგისტიკურ სარდლობაზე. ამ 3 ქვედანაყოფიდან, სრულუფლებიანად იქნება გამოყენებული ადამიანური რესურსი და ტექნიკა. იმედი მაქვს ისინი წარმატებულად მოახდენენ ხანძრის ლოკალიზებას. ამ ტექნიკით რომელიც დღესაა წარმოდგენილი", – განაცხადა ანა დოლიძემ.

Comments
Loading...