- Advertisement -

ანა ნაცვლიშვილი: დღეს სასამართლოს ხელით დარტყმა მიადგა მედიას და მართლმსაჯულებას

695

 

"დღეს მოხდა  დარტყმა დემოკრატიის ორ მნიშვნელოვან საძირკველზე და საფუძველზე. ეს არის მედია პლურალიზმი და სასამართლოს დამოუკიდებლობა", – ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის  გადაცემა "არჩევანში" საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა

"ყელაზე უფრო ცუდი არის ის, რომ ეს გაკეთდა სასამართლოს ხელით. ბუნებრივი ყველგან არსებობს გადაწყვეტილებები, რომელსაც იურისტები არ მოიწონებს და არ დაითანხმებს, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობა გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს აქვს საზოგადოების ნდობა, მაშინაც კი როცა საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს. 

აქ გვაქვს პირიქით, ყველაზე უფრო ცუდი, რომ ეს სასამართლოს გააკეთებინეს. ეს არის დამანგრეველი. არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა იმას, რომ ცინიზმი რითიც ეს გაკეთდა. დრო, როგორ დემთხვა ეს ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას და დღეს უკვე გაფორმდა ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში, თითქოს სამართლებრივი ფორმით ხდებოდა.

ნურავის ეგონება, რომ ასეთი პროცესით აღსდგება სამართლიანობა, ასეთი უსამართლო პროცესებით სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელია, პირიქით ეს არის ყველაზე მეტად დასანანი",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.  

Comments
Loading...