- Advertisement -

ანრი ოხანაშვილი: აშშ-ი და USAID მზად არიან დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების განხორციელებაში

9

ანრი ოხანაშვილმა USAID – ის წარმომადგენელს საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
„სტუმარს დეტალურად ავუხსენი ის რეფორმა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის სახით ხორციელდება და ის პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და კიდევ უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რაც კიდევ უფრო გაზრდის დემოკრატიის ხარისხს და კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის აწევას საქართველოში“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თმით, აშშ-ი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში მნიშვნელოვან მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოსთვის.
„ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ აშშ-ი და USAID მზად არიან მრავალი მიმართულებით დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
The post ანრი ოხანაშვილი: აშშ-ი და USAID მზად არიან დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების განხორციელებაში appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...