- Advertisement -

ანსამბლ ”ქართლის” აუდიოალბომის პრეზენტაცია – 14 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული კასპობა გაიმართა

365

14 ოქტომბერს კასპში გაიმართა სახალხო დღესასწაული ,,კასპობა":  საინტერესო პროგრამით, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით. დღის ბოლოს, საღამოს 18:00 საათზე, მოეწყო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და კასპის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალებით მომზადებული ანსამბლ ,,ქართლის" აუდიოალბომის პრეზენტაცია და ,,ქართლის" ვარსკვლავის გახსნა.

ანსამბლ ,,ქართლს" ორმაცდაორი წლის ისტორია აქვს. დამაარსებელი ლერი შუღლიაშვილი, ხელმძღვანელი ალექსანდრე მენაბდიშვილი. ამჟამად ანსამბლს ზაზა მენაბდიშვილი ხელმძღვანელობს. აუდიოალბომში შესულია ანსამბლის მიერ შესრულებული ოცდაორი ქართული ხალხური (ქართლური) სიმღერა. ასევე სიმღერები და-ძმა იოსებ და ნადია ისერგიშვილების შესრულებით. 

აუდიო ალბომის შედგენა-გამოცემაზე იმუშავეს სქართელოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტებმა: ნატალია ზუმბაძემ, არჩილ ბურჭულაძემ, უჩა პატარიძემ, გოგა მექვაბიშვილმა.

აუდიოალბომის წარდგინებაში მონაწილეობდა ანსამბლი ,,მოურავი" და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის კასპის სალოტბარო სკოლის გუნდი.

Comments
Loading...