- Advertisement -

არამწეველი და მწეველი პატიმრები სხვადასხვა საკნებში მოთავსდებიან

526

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან.

აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.

სამინისტროში განმარტავენ, რომ განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.

Comments
Loading...