სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეების, ამ დროისათვის უცნობია.
"მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ და არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ახორციელებენ ამ პირების იდენტიფიცირებას",-განუცხადეს "აიპრესს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
სანკტ-პეტერბურგში, მეტროსადგურის ერთ-ერთ ვაგონში აფეთქება მოხდა. მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ცნობით, აფეთქება "სენაიას" სადგურზე მოხდა.
პეტერბურგის გუბერნატორის პრესსპიკერმა, ანდრეი კიბიტოვმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაშავებულთა და დაზარალებულთა შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. როგორც ანდრეი კიბიტოვი წერს, აფეთქების შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.