- Advertisement -

პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს, სავარაუდოდ, თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს

12

მიუხედავად იმისა რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში, ვანო ზარდიაშვილის შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა მოდიოდა, მან უარი განაცხადა პარლამენტის დეპუტატის მანდატზე და რჩება დედაქალაქის საკრებულოში.

აქედან გამომდინარე შესაძლოა, ზარდიაშვილი პარლამენტში, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის გულია გოცირიძის ქმარმა, ბიზნესმენმა თემურ გოცირიძე ჩაანაცვლოს.

ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში ვანო ზარდიაშვილის შემდეგ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა, შემდეგ კი თემურ გოცირიძეა.

თემურ გოცირიძე არის შპს “იწა” – 10%-ის და შპს “კარიბჭე” – 44% წლის მფლობელი. ამავდროულად „კარიბჭეს, დირექტორი. ასევე სს “ენერგიკავშირი” – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ა(ა)იპ – ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგას დამფუძნებელი;

ა(ა)იპ საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (დირექტორი) საქართველს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი; ა(ა)იპ გოცირიძეების საგვარეულო კავშირის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა.

Comments
Loading...