- Advertisement -

არნოლდ შვარცნეგერი: დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის პატარა გულშემატკივარია

362

ამერიკელმა მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცნეგერმა საკუთარ „ტვიტერზე“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მან ჰელსინკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააკრიტიკა.

"პრეზიდენტო ტრამპ, მე მხოლოდ პრეზიდენტ პუტინთან თქვენს პრესკონფერენციას ვუყურე და ის სამარცხვინოდ ჩანდა. თქვენ იდექით, როგორც პატარა მაკარონი, როგორც პატარა გულშემატკივარი ", – განაცხადა შვარცნეგერმა.

მსახიობის განცხადებით, იგი "ელოდება" მომენტს, როდესაც დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ავტოგრაფს ან მასთან ერთად ფოტოსურათის გადაღებას სთხოვს.

16 ივლისს, ჰელსინკში ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკება მხოლოდ თარჯიმანთა თანხლებით 2 საათის და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი "პირდაპირი, ღია და პროდუქტიული" იყო. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია აშშ-ის, რუსეთის და მთელი მსოფლიოსთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოებმა, თუკი მათ სურთ მსოფლიოში სიტუაციის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, უნდა გამოძებნონ თანამშრომლობის შესაძლებლობა.

"ჩვენი ურთიერთობა არასდროს არ ყოფილა უარესი, ვიდრე ახლა. მაგრამ ეს შეიცვალა 4 საათის წინ. მე ნამდვილად მჯერა ამის. დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ დასაწყისია ხანგძლივი პროცესის… ჩვენ გვსურს მეგობრობა, თანამშრომლობა და მშვიდობა, ვფიქრობ, რომ მე შემიძლია ვთქვა ეს როგორც ამერიკის სახელით, ასევე რუსეთის სახელითაც" – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Comments
Loading...