- Advertisement -

არქიტექტურის სფეროში ყველაზე ცნობილი ბრიტანული გამოცემა ელიავას სკვერის პროექტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

13

ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ გამოცემა www. e-architect.co.uk ელიავას სკვერის პროექტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საკმაოდ ვრცლად აღწერს პროექტის დეტალებს და მის მნიშვნელობას.

აღნიშნული ონლაინ გამოცემა 2019 წლის 1 მარტს დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მედია პლატფორმად დიზაინის და არქიტექტურის სფეროში. პირველად სწორედ ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა  მსოფლიოში ცნობილი და განხორციელებული არაერთი პროექტი, მათ შორის მაგალითად პარიზის ღვთიმშობლის ტაძრის- ნოტრდამის აღდგენის პროექტები.

“e-architect მსოფლიოში ერთ – ერთი უდიდესი არქიტექტული ვებ-პლატფორმაა, ყველაზე მეტი ვიზიტორით და  დაახლოებით 22 000 გვერდით.

როგორც სტატიაშია ვკითხულობთ, განახლებული ელიავას სკვერი გულისხმობს ახალი, საინტერესო და შემეცნებითი არეალის მოწყობას საქართველოს დედაქალაქში. პროექტი საქართველოს – როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურანტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მსუბუქი კონსტრუქციებისა და ლაზერ შოუების მეშვეობით აცოცხლებს ამ გზის ისტორიას.

ამონარიდი სტატიიდან: “საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა და თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ის წარმოადგენს ხიდს დასავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. საქართველოს აქვს უნიკალური რესურსები, მდიდარია ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალით, მიმზიდველია ბუნებრივი რესურსებით, მინერალური და სუფთა წყლებით და ტურისტული სანახაობებით. პორტებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტრანზიტებისთვის, ბათუმის პორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისი გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობით.

ბათუმის პორტი უკავშირდება მსოფლიოს ყველა საზღვაო ქვეყანას, რკინიგზითა და მაგისტრალებით, იგი უკავშირდება რუსეთსა და თურქეთს, აგრეთვე ცენტრალურ აზიის ქვეყნებს. ბათუმის პორტი აგრეთვე არის, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ნავთობის გადამუშავების მთავარი ლოკაცია.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს თანამედროვე ეკონომიკური სფეროში. სიმულაციური ხიდი პარკში – აბრეშუმის გზის ფრაგმენტი, რომელიც ხაზს უსვამს მის ისტორიულ მნიშვნელობას ქვეყნისთვის. აბრეშუმის გზა მოიცავდა სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთსა და საბერძნეთს.

“ხიდზე მოცემულია იმ ქვეყნების სხვადასხვა სიმბოლოები, რომლებზეც ჩვეულებრივ გაივლის აბრეშუმის გზა. თითოეული სიმბოლო დამზადებულია მავთულის თოკზე ჩამოკიდებული რკინის ბადეებისგან. ღამით ეს განათებული მოდელები აღიქმება, როგორც აბრეშუმის გზის ქვეყნების სიმბოლოები. განათებული, ჩამოკიდებული მოდელები შეესაბამება აბრეშუმის გზის რუკას, თითოეული სიმბოლო წარმოადგენს კონკრეტულ ქვეყანას, რომელიც ასახავს თავის ადგილს ისტორიულ გზაზე. ამ სიმბოლოებში შედის თურქეთის აია სოფია, საბერძნეთის პართენონი, არგონავტები და ჯვრის მონასტერი, როგორც ქრისტიანობისა და ქვეყნის ისტორიის სიმბოლო. მიგვაჩნია, რომ ეს იდეა ქმნის საინტერესო სივრცეს, როგორც ისტორიულ, ისე ტურისტულ დონეზე.

სტატიაში ხაზგასმულია ასევე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა: აბრეშუმის დიდი გზა არის ტრანსკონტინენტური სავაჭრო გზა, რომელიც აკავშირებს ჩინეთს ხმელთაშუა და შავ ზღვებთან. ეს გზა გამოიყენებოდა ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნიდან. ჩინეთი აბრეშუმის ექსპორტირებას ძირითადად ახდენდა რომში, ბიზანტიაში, შუა აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. დიდი აბრეშუმის გზამ ხელი შეუწყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას. ძვ. წ. 139-126 წლებში გაიხსნა ტრანსკონტინენტური სავაჭრო-ქარავანი, მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებთან. მე -19-ე საუკუნის გერმანელმა გეოგრაფმა ფერდინანდ ფონ რიხტოფენმა ეს გზა მონათლა, როგორც “აბრეშუმის გზა”. ეს გზა ისტორიულად არსებული სახმელეთო, საზღვაო და მდინარეების საერთაშორისო სავაჭრო გზების ნაწილი იყო. აბრეშუმის ქსოვილები, ხალიჩები, და ა.შ. სავაჭრო გზებით ამიერკავკასიასა და საქართველოში ბიზანტიიდან და ირანიდან შემოდიოდა.

რაც შეეხება თავად პროექტს, სტატიაში წერია:

ჩვენ გავაცოცხლეთ ეს ფრაგმენტები და შევქმენით სივრცე იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი სახლებით, რომლის შუაშიც გავლებულია აბრეშუმის გზის ხიდი. ორივე მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება კვების ობიექტები. ძირითადად სივრცე განკუთვნილია კაფეებისთვის და ქართული სუვენირების მაღაზიებისთვის, სადაც თვალსაჩინო იქნება ძველი ქართული ტრადიციები და ნივთები. ასევე იქნება ღია კაფეები, შადრევნები და ქოლგები, როგორც განათების ელემენტები. ტერიტორიაზე იქნება კაცის ქანდაკება, რომელიც ჭადრაკს თამაშობს, მის მოპირდაპირედ მდებარე სკამი კი ცარიელი იქნება, რომელზეც დაჯდომა და ფოტოს გადაღებისთვის ჭადრაკის თამაშის იმიტაცია ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ორკესტრი – სკამებითა და ინსტრუმენტებით, მაგრამ მუსიკოსების გარეშე. თითოეული სკამის გვერდით დამონტაჟებულია სენსორული მოწყობილობები, რომლებსაც სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების იმიტირება შეუძლია და რომელიც ავტომატურად იწყებს დაკვრას, როდესაც ადამიანი სკამზე ჯდება. რამდენიმე სხვადასხვა სკამზე ერთდროულად ჯდომის შედეგად, შესაბამისი ინსტრუმენტი ავტომატურად იწყებს დაკვრას. შესრულებული იქნება ცნობილი ნაწარმოებები. მუსიკალური თემები კი პროგრამულად შეიცვლება.

მწვანე სივრცეები, რომლებიც გარშემორტყმულია ბილიკით, როგორც ძველი თბილისის რუკაზეა გამოსახული, გამოირჩევა სხვადასხვა სახეობის ხეებით, დეკორატიული მცენარეებითა და გასართობი ადგილებით. ისინი მოიცავს იაპონურ ბაღს, წიწვოვან ზონას და კუთხეს დეკორატიული ხეებისთვის, სადაც ასევე დამონტაჟებულია მეტალის სკამები, რომლებიც მიმოფანტული ფოთლებისა და ხის ტოტების იმიტაციას ახდენს. პარკი განათებულია ქართული ანბანით, რაც უფრო მეტ საინტერესოობას სძენს პარკს და ტურისტებისთვის უფრო მეტად მიმზიდველია. მოედნის ყველა კუთხე განსხვავებული და საინტერესოა.

მოედანს ასევე აქვს ღია ცის ქვეშ მდებარე ამფითეატრი სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ღია კაფეების გასწვრივ განთავსდება წყლის სარკე, რომელსაც მინის ზედაპირი აქვს და ბავშვთა ზონა 3 მეტრის სიმაღლის წიგნით, რომელიც ბავშვებისთვის ავტომატურ რეჟიმში წაიკითხავს ზღაპრებს და აჩვენებს მათ ილუსტრაციებს.

Comments
Loading...