- Advertisement -

არჩილ თალაკვაძე: დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს

357

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე ამომრჩევლებს მოუწოდებს, საარჩევნო უბანზე გამოცხადდენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. თალაკვაძის თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

"ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს და აუცილებელია, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს დღეს საარჩევნო ყუთთან და დააფიქიროს საკუთარი არჩევანი. ეს არის ის გარანტია, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი, უფრო დინამიური და ჩვენ გვექნება მეტი კეთილდღეობა ოჯახებში და ქვეყანაში. აქვე მინდა გიხრათ, რომ არჩევნებს აკვირდებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მონაწილეობა და კონკურენცია საკმაოდ მაღალია და საარჩევნო პროცესი, თავისუფალ, მშვიდ დემოკრატიულ პროცესში ტარდება. დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს",-განაცხადა თალაკვაძემ. 

Comments
Loading...