- Advertisement -

არჩილ თალაკვაძე: მუხთარლის საქმეზე გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ

431

"ეს არის გამოძიება, რომელთანაც შეკითხვები აქვთ არასამათავრობო სექტორს. შეკითხვები აქვს თვითონ მხარესაც. გამოძიება მიმდინარეობს და ამ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი თვითონ გამოძიებამ“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, რა პასუხს გასცემს თალაკვაძე მის თანაგუნდელებს, რომელთაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავენ, თალაკვაძე პასუხობს, რომ ამაზე უმრავლესობაში საუბარი ჯერ ჯერობით არ ყოფილა.

"ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გვქონია შეხვედრა და უმრავლესობის პოზიციას მე ჯერ-ჯერობით არ გავახმოვანებ. გუნდის პოზიციას ვახმოვანებ მაშინ, როდესაც გუნდში არსებობს რაღაცაზე შეთანხმებული პოზიცია, ამიტომ ჯერ არ გვქონია ამაზე კონსულტაციები. ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია აქვს საგამოძიებო ორგანოებს. გამოძიებამ გააკეთა განცხადება, რომ გააცნობს საზოგადოებას და პარლამენტს, როგორც შუალედურ, ასევე საბოლოო შედეგებს. ამიტომ ჩვენ ველოდებით ამ ინფორმაციას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

Comments
Loading...