- Advertisement -

არჩილ თალაკვაძე: ნარკოდამოკიდებულ პირებს დავეხმარებით მკურნალობის პროგრამებით

283

"ნარკოდამოკიდებულ პირებს დავეხმარებით მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამებით, ხოლო, პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"კანონმდებლობა ამ სფეროში შესაცვლელია. მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც შეამცირებს ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას. დაიცავს ჩვენს შვილებს და ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზიანისგან და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას". – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Comments
Loading...