- Advertisement -

არჩილ თალაკვაძე პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის გადაცემულ რეკომენდაციებს აქვეყნებს

17

პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს აღნიშნული პრინციპების ჩამონათვალს:
„საჭიროა გათვალისწინებული იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; სოციალური რისკი; არის თუ არა დანაშაული ჩადენილი ბავშვის წინააღმდეგ; ქალის წინააღმდეგ; ან მოწყვლადი ჯგუფების მიმართ; ჩადენილია თუ არა დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით; გათვალისწინებული იყოს შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც შეუთავსებელია სასჯელის მიზნებთან; სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირების შეწყალება; არ უნდა მოხდეს პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფაში მსჯავრდებულის შეწყალება; შეწყალება სასურველია იყოს საგამონაკლისო წესით გამოყენებული“, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქპოსტში.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა პოზიტიური იყო.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში განახლებულ ბრძანებულებას გამოსცემს, რომელშიც ჩვენი პოზიცია იქნება გათვალისწინებული. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს კონსულტაციისთვის ამ საკითხზე.  ჩვენ ვიმუშავეთ და ჩვენი პოზიცია წარვუდგინეთ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.
The post არჩილ თალაკვაძე პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის გადაცემულ რეკომენდაციებს აქვეყნებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...